Queen - Bohemian Rhapsody

Queen-ის Bohemian Rhapsody დღეს მე-20 საუკუნის ყველაზე მოსმენადი სიმღერაა

grammy.com

Universal Music Group-ის მიხედვით, მე-20 საუკუნის ყველაზე მოსმენად სიმღერად ლეგენდარული როკ-ჯგუფის Queen-ის “Bohemian Rhapsody” დასახელდა. სიმღერას კიდევ უფრო მეტი პოპულარობა Queen-ზე ახლახანს გადაღებულმა ფილმმა შესძინა, რომელსაც სიმღერის "Bohemian Rhapsody" სახელი ჰქვია. ფილმი ოქროს გლობუსის ორ ნომინაციაზეა წარდგენილი.

ბოჰემური რაფსოდია მუსიკალურ პლატფორმებზე 1,6 მილიარდჯერ გაჟღერდა.

Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ განაცხადა, რომ ის მოხარულია იმ ფაქტით, რომ მათი მუსიკა დღესაც მაქსიმუმს აღწევს.

სიმღერამ აჯობა ორ მთავარ კონკურენტს: Nirvana - "Smells Like Teen Spirit" და Guns n’ Roses "Sweet Child O' Mine”.

ბოჰემური რაფსოდია Queen-ის პირველ 10 ჰიტში შედის, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველი ადგილი 9 კვირის განმავლობაში ეკავა. სიმღერა 1992 წელს განახლდა, როდესაც ფილმ “უეინის სამყაროში” გაჟღერდა

კომენტარები