ტრანსფობია

შსს: ბათუმში ტრანსგენდერ ქალზე ძალადობისთვის ერთი პირი დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული გ.ჩ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ძალადობისთვის დააკავეს. 

მის დასაკავებლად არსებობდა მოსამართლის განჩინება. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ღამის საათებში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით  შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, ა.მ-ს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ტრანსგენდერი ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია. მათზე მუდმივად ძალადობენ, ორი ტრანსგენდერი ქალი კი ბოლო წლებში ტრანსფობიის ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების გამო დაიღუპა.

რამდენიმე კვირის წინ თბილისში თავს დაესხნენ 2 ტრანსგენდერ ქალს, მათ ტვინის შერყევა და სხეულის სხვა დაზიანებები მიიღეს. შსს-ის ცნობით, მათზე თავდამსხმელი პირები დააკავეს

კომენტარები