ძუძუთი კვება

არგენტინელმა პოლიციელმა ქალმა უცნობი ბავშვი ძუძუთი გამოკვება

Marcos Heredia

არგენტინელმა პოლიციის ოფიცერი, სელესტე ჯაკლინ აიალა ბავშვთა ჰოსპიტალის დერეფანში მიდიოდა, როდესაც ბავშვის ტირილი მოესმა. 

აიალამ, რომელიც დედა თავადაც ცოტა ხნის წინ გახდა, იცოდა, რომ ბავშვი უმიზეზოდ არ ტიროდა - ის მშიერი იყო.

ამიტომ, მან გააერთიანა თავისი სამსახურეობრივი და დედობრივი როლი და ბავშვს ძუძუთი აჭამა. 

უცნობია, რატომ იყო ბავშვი მშიერი ჰოსპიტალში - პოლიციელებმა ამაზე პასუხი ვერ მიიღეს. 

ქალი ოფიცრის ეს საქციელი კოლეგებისთვის სურპრიზი იყო, მისმა მეწყვილე მარკუს ჰერედიამ კი ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. იმ დროს, როდესაც ადამიანების ნაწილისთვის საჯარო სივრცეში ძუძუთი კვება კვლავ საკამათოა, აიალამ საზოგადოებას მნიშვნელოვანი სათქმელი უთხრა.

ფეისბუქზე ფოტოს 166 000-ზე მეტი რეაქცია და თითქმის 12 ათასი გაზიარება აქვს. ამ რეზონანსის და იმ შთაბეჭდილების გამო, რომელიც საზოგადოებაზე აიალას საქციელმა მოახდინა, პოლიციელი ქალი დააჯილდოვეს კიდეც 

"ჩვენ გვსურდა, შენთვის პირადად გადაგვეხადა მადლობა სიყვარულის იმ ჟესტისთვის, რომელმაც დაუცველი ბავშვი დაამშვიდა, ეს არის პოლიცია, რომლითაც ვამაყობთ და რომელიც გვსურს, გვქონდეს", - დაწერა ტვიტერზე ბუენოს აირესის უსაფრთხოების მინისტრმა, კრისტიან რიტონდომ

კომენტარები