Boring Company

ილონ მასკის კომპანიის აშენებული გვირაბი ლოს ანჯელესში 18 დეკემბერს გაიხსნება 

Reuters

ილონ მასკი ამბობს, რომ ლოს ანჯელესის მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც მისმა კომპანიამ Boring Company ააშენა, 18 დეკემბერს გაიხსნება - დაგეგმილიდან 8 დღის დაგვიანებით. გვირაბის გახსნა 10 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა, როგორც Boring Company-ის ტვიტერზე დაიწერა, კომპანიას კიდევ რამდენიმე დღე სჭირდება დეტალების მოსაგვარებლად. 

მილიარდერმა მეწარმემ ასევე თქვა, რომ ეს იქნება ბევრად მეტი, ვიდრე გვირაბის გახსნა - ეს იქნება თანამედროვე გზა თვითმავალი მანქანებისთვის. 

გვირაბი ლოს ანჯელესში, ჰოთვორნის სამხრეთით მდებარეობს. ეს იქნება მაღალ სიჩქარეზე - 150 მილი საათში - გათვლილი სატრანზიტო გვირაბი.

კომენტარები