სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

აქციის მონაწილეები ველისციხეში პოლიციის მანქანებისგან გზას ათავისუფლებენ (ვიდეო)

გურჯაანიდან, კერძოდ კი ველისციხეში, სადაც ოპოზიციასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად გზის გახსნას და თელავში წასვლას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. აქციის მონაწილეები თელავში დაგეგმილ აქციაზე მისვლას გეგმავენ, თუმცა გზა ჩაკეტილი დახვდათ, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. ადგილზე ამ დრომდე ხმაურია.

ნიკა მელიას თქმით, მოძრაობა შეფერხებული როგორც გომბორის უღელტეხილზე, ასევე გურჯაანში, შესაბამისად, ენმ-ს აქციის მონაწილეები თელავში შესვლას ვერ ახერხებენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, კოლონების მარშრუტი დაანონსებული იყო და ოპოზიციას იმ მიმართულებით წასვლა არ სურს. ამის შესახებ თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში ისაუბრა, სადაც გზა გადაკეტილია და ოპოზიცია თელავში წასვლას ცდილობს. მის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, არ სურთ, რომ წავიდნენ იმ მიმართულებით. ყვარელის გავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში", - ამბობს კუპატაძე.

რაც შეეხება გურჯაანში გზის გადაკეტვას, მისივე თქმით, პოლიცია აქციის მონაწილეებს არანაირ პრობლემას არ უქმნის და მათ შეუძლიათ, მოძრაობა ფეხით გააგრძელონ.

კომენტარები