სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

დაპირისპირება პოლიციასა და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის - LIVE ველისციხიდან

დაპირისპირება პოლიციასა და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის - LIVE ველისციხიდან

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები თელავში დაგეგმილ აქციაზე მისვლას გეგმავენ, თუმცა გზა ჩაკეტილი დახვდათ, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. ადგილზე ამ დრომდე ხმაურია.

ნიკა მელიას თქმით, მოძრაობა შეფერხებული როგორც გომბორის უღელტეხილზე, ასევე გურჯაანში, შესაბამისად, ენმ-ს აქციის მონაწილეები თელავში შესვლას ვერ ახერხებენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, კოლონების მარშრუტი დაანონსებული იყო და ოპოზიციას იმ მიმართულებით წასვლა არ სურს. ამის შესახებ თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში ისაუბრა, სადაც გზა გადაკეტილია და ოპოზიცია თელავში წასვლას ცდილობს. მის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, არ სურთ, რომ წავიდნენ იმ მიმართულებით. ყვარელის გავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში", - ამბობს კუპატაძე.

რაც შეეხება გურჯაანში გზის გადაკეტვას, მისივე თქმით, პოლიცია აქციის მონაწილეებს არანაირ პრობლემას არ უქმნის და მათ შეუძლიათ, მოძრაობა ფეხით გააგრძელონ.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით კი, მათთვის თელავში შესასვლელად ყვარლის გზა შსს-ს არ შეუთავაზებია. გარდა ამისა, ვაშაძის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ გზა ყვარელშიც გადაკეტილია. 

კომენტარები