მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი მოსახლეობას რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე მთავრობის საწინააღმდეგო აქციები გამართოს, იმიტომ რომ, მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა. 

ექსპრეზიდენტის თქმით, ივანიშვილმა ხელისუფლება უნდა დათმოს. 

"ეს არ არის საქართველოს პოლიცია, ეს არ არის ის, რაც შეიძლება ხალხის წარმომადგენლად ჩაითვალოს, ამიტომ ჩემი აზრით, ახლა, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, მთელი ძალების კონსოლიდაცია. ისინი დღეს ძალიან სუსტები არიან, მათ მოიპარეს არჩევნები. აქ ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს კი არ უპირისპირდება, „რუსთავი 2“-ზე“გასულმა საარჩევნო კომისიების კამერებიდან ამოღებულმა კადრებმა ნათლად აჩვენა, რომ არჩევნები მხოლოდ კარტოფილით კი არ იქნა ნაყიდი, ძალადობით კი არ იქნა წაღებული, რეალური ციფრები იქნა დადებული მხოლოდ მოპარვის, ქურდობის, ჩაყრის, გაყალბების, კომისიის წევრების მოსყიდვის შედეგად. არჩევნები არის არალეგიტიმური და ასეთი არჩევნები 21-ე საუკუნეში ევროპულ ქვეყანაში არ უნდა ტარდებოდეს. საქართველო არ არის მუგაბესდროინდელი ზიმბაბვე. საქართველო არ არის ის, რის გადაქცევაც ივანიშვილს უნდა. ჩვენ არ ვართ 70-იანი წლების უგანდა, გასული საუკუნის შუა პერიოდის ლათინური ამერიკა, ჩვენ არ ვართ საბჭოთა კავშირში, არ ვართ თურქმენეთი, რომლის წარმომადგენელიც ამ ინაუგურაციაზე ჩამოვიდა. ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე ამაყი ერი. 

ზურაბიშვილი არ არის პრობლემა, მისი გაპანღურება მოხდება 2 წუთში, როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება. 

ახლა მთავარია, მშვიდობიანი კონსოლიდაცია და საქართველოს ყველა რეგიონში, ვისაც შეუძლია ჩამოსვლა თბილისში, უნდა ჩამოვიდეს, მაქსიმალური კონსოლიდაცია თბილისში, იმიტომ, რომ ყველა თბილისელს, ყველა ქუთაისელს, ყველა ბათუმელს, ყველა ლანჩხუთელს, ყველა თელაველს, ყველა რეგიონის წარმომადგენელს, ყველას მოგპარეს არჩევნები, ყველას უბრალოდ წაგართვეს თქვენი ქვეყნის განკარგვის უფლება, ამიტომ ვინც ადგილზე იქნება, იქნება. მე მინდა, ვთხოვო ტაქსის მძღოლებს, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, ვინც თბილისში თავისი ხმების დასაცავად წამოვა, ის ხალხი წამოვიყვანოთ იქიდან უფასოდ, შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოს გადარჩენის საქმეში. 

ჩვენ აუცილებლად ყველფერი გამოგვივა, მე მაქვს ამის გამოცდილება რამდენიმე ქვეყნიდან. 

არჩევნების მოპარვა არავის უნდა შერჩეს, ივანიშვილმა უნდა დათმოს ხელისუფლება", - თქვა სააკაშვილმა ფეისბუქზე ჩართვისას.

კომენტარები