აქცია რუსთაველზე

ძალა ერთობაშიას რუსთაველზე შეკრებილმა მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ძალა ერთობაშიას რუსთაველზე შეკრებილმა მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს.

მათი თქმით, ისინი მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ და დაშლას არ აპირებენ და მოქალაქეებსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ. 

"ჩვენ არ ვაპირებთ, რუსეთის რეზიდენტს ჩავაბაროთ ჩვენი ქვეყანა. იქნება პერმანენტული აქციები, პროტესტი, სხვა გზა არ დაგვიტოვეს. მოთხოვნა არის ძალიან ლეგიტიმური - სასწრაფოდ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა  და არჩევნები არა ქართული ოცნების ზონდერებმა, არამედ საერთაშორისო ორგანზიაციებმა ჩაატარონ"- თქვა ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. 

მათ მალე შეურთდებიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს თელავში იმყოფებოდნენ. გიორგი ვაშაძის თქმით, რუსთაველზე ისინი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებენ. 

დღეს ფეისბუქ-მიმართვაში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, შეიკრიბონ რუსთაველის გამზირზე და საპროტესტო აქცია გამართონ, ვინაიდან მმართველმა გუნდმა არჩევნები მოიპარა, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება უნდა დათმოს. მან რეგიონების მცხოვრებლებსაც მოუწოდა, ჩამოვიდნენ. 

დღეს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გურჯაანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები თელავში დაგეგმილ აქციაზე მისვლას გეგმავდნენ, თუმცა გზა ჩაკეტილი დახვდათ, დაპირისპირება სწორედ ამან გამოიწვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები