მიგრაცია

ბრიუსელში ათასობით ადამიანმა გაეროს მიგრაციის პაქტი გააპროტესტა

Reuters

ბრიუსელში ათასობით ადამიანმა გაეროს მიგრაციის პაქტი გააპროტესტა, რომელსაც ხელი გასულ კვირას მოეწერა. 

დემონსტრაცია ბრიუსელში ევროკავშირის მთავარი ინსტიტუტების შენობებთან გაიმართა. 

ულტრა-მემარჯვენე პარტიების ლიდერების და მათი მხარდამჭერების უკმაყოფილებას საფრთხე იწვევს, რომელსაც, მათი აზრით პაქტი შეიცავს - ის იმიგრანტთა ნაკადს გაზრდის. 

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.


ფოტო: Reuters


ფოტო: Reuters

ბიურსელშივე გაიმართა კონტრაქცია, რომელშიც მონაწილეობა დაახლოებით 1 000-მა ადამიანმა მიიღო. ის მემარცხენე ფრთის წარმომადგენლების მიერ იყო ორგანიზებული. 

ბრიუსელს კოალიციური მთავრობა ყავს. მასში შემავალმა ყველაზე დიდმა, მემარჯვენე პარტიამ N-VA გასულ კვირას მთავრობა დატოვა სწორედ იმის გამო, რომ პრემიერმინისტრმა გადაწყვიტა, მიგრაციის შესახებ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა. 

გაეროს 196-მა ქვეყანამ ივლისში მიიღო შეთანხმება Global Compact for Safe, Orderly and Regular Migration - გლობალური შეთანხმება უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციისთვის. . 

მას ხელი გასულ კვირას 164-მა ქვეყანამ მოაწერა. აშშ-მ და ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ - ავსტრიამ, იტალიამ, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა უარი თქვეს შეთანხმების ფორმალურად მიღებაზე. 

შეთანხმება, რომლის შესრულებაც სავალდებულო არ არის, გულისხმობს მიგრაციის მიმართ საერთაშორისო მიდგომას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნების სუვერენულ უფლებას, განსაზღვრონ თავიანთი საიმიგრაციო პოლიტიკა და ამტკიცებს ლეგალური მიგრაციის "ფუნდამენტალურ" მნიშვნელობას. 

თუმცა, კრიტიკოსებს სჯერათ, რომ ეს კონტინენტზე მიგრაციას გაზრდის. 

ევროპის უფრო და უფრო მეტმა ქვეყანამ შეამცირა მიგრანტთა მიღება ბოლო წლებში. ორგანიზაციის "ექიმები საზღვრებს გარეშე" იძულებული გახდა, შეეწყვიტა მიგრანტთა გადარჩენის ოპერაციები. 

ივნისში კი უნგრეთმა არალეგალური გახადა თავშესაფრის მაძიებელთა დახმარება. 

კომენტარები