მის სამყარო 2018

მის სამყარო 2018 ფილიპინელი კატრიონა გრეი გახდა

გუშინ მის სამყარო 2018 გამოვლინდა - გვირგვინი ფილიპინელ კატრიონა გრეის ერგო.

მის სამყაროს კონკურსი ბანგკოკში ჩატარდა და მასში მონაწილეობას 93 კონკურსანტი იღებდა.

24 წლის კატრიონა გრეის წითელი კაბა ეცვა, რომელიც მისი თქმით ფილიპინებში ამოხეთქილი ვულკანიდან იყო შთაგონებული.

"როდესაც 13 წლის ვიყავი დედამ მითხრა, რომ ოცნება აქვს მის სამყაროს ტიტული წითელ კაბაში ჩაცმულს მომეგო", - თქვა კატრიონა გრეიმ.

მის სამყაროს პირველი 5-ეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. კატრიონა გრეი ფილიპინებიდან.

2. შტეფანი გუტიერეზი ვენესუელადან

3. ტამარინ გრინი სამხრეთ აფრიკიდან

4. ჰ'ჰენ ნიე ვიეტნამიდან

5. კიარ ორტეგა პუერტო რიკოდან


ფოტო: cbs.com

კატრიონა გრეი მეოთხე ფილიპინელი გახდა, რომელმაც მის სამყაროს გვირგვინი მოიპოვა.

წელს მის სამყაროს კონკურსში პირველად მონაწილეობა ტრანსგენდერი კონკურსანტი - ანჯელა პონსი ესპანეთიდან. პრეზენტაციია დროს ესპანელმა კონკურსანტმა თქვა, რომ მისთვის გამარჯვება არ არის აუცილებელი, მისთვის მთავარია რომ ის კონკურსში იღებს მონაწილეობას.

კონკურსის ჟიურიში 7 ქალი ისხდა, რადგან 2018 წლის მის სამყაროს მთავარი თემა "თავისუფალი ქალი" იყო.

კომენტარები