ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

გახარიამ შესაძლოა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაც შეითავსოს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაძლოა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობა შეითავსოს. ამის შესახებ ინფორმაცის სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.  

სააგენტოს ინფორმაციითვე, პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირებას ითვალისწინებს და პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციას სწორედ საბჭოს ერთ-ერთი წევრი შეასრულებს. შს მინისტრი საბჭოს მუდმივმოქმედი წევრია.

საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის ადმინისტრაციაში მომზადდა და საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები იქნებიან: თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, კონტრდაზვერვის უფროსი.

ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. მათ პასუხს ტაბულა მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები