სექსუალური ცხოვრება

კვლევა: ასაკოვანი ადამიანებისთვის აქტიური სექსუალური ცხოვრება სასარგებლოა

tetmc/iStock

ახალი კვლევის მიხედვით, ასაკოვანი ადამიანებისთვის სექსუალური აქტივობა ზოგადი კეთილდღეობის გაუმჯობესების წინაპირობაა.

ინგლისში, Ruskin University-ისა და UCL-ის დოქტორების ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევის შედეგმა ასევე აჩვენა, რომ ხშირი სექსუალური აქტივობა კაცებისთვის უფრო მეტადაა ცხოვრებისეული კმაყოფილების მომტანი, ვიდრე ქალებისთვის. აღნიშნულ კვლევაში ინგლისში მცხოვრებმა თითქმის 7,000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა საშუალო ასაკიც 65 წელი იყო.

მკვლევრებმა ხშირი სექსუალური აქტივობა განმარტეს, როგორც თვეში ორზე მეტი სექსუალურ აქტი. მათ ასევე გამოავლინეს კორელაცია სექსუალურ აქტივობასა და მეტ ცხოვრებისეულ კმაყოფილებას შორის როგორც კაცებში, ასევე ქალებში. ქალებისთვის ხშირი კოცნა, ალერსი, მოფერება და თავიანთ პარტნიორთან ემოციური სიახლოვე დაკავშირებული იყო უფრო მაღალ ცხოვრებისეულ კმაყოფილებასთან.

​მონაცემები მოპოვებულია "სიბერის ხანგრძლივი კვლევისგან", რომელიც ინგლისში 50 წელს ზემოთ მყოფ მოსახლეობაზე ჩატარდა. მკვლევრებმა შეისწავლეს სექსუალური აქტივობა, როგორც ზოგადი კეთილდღეობის ერთ-ერთ ცვლადი მახასიათებელი, რომელიც თავის მხრივ კორელაციაშია ჯანმრთელობასთან.

"აქამდე არსებული კვლევების თანახმად, ხშირი სექსუალური აქტი დაკავშირებულია ბევრ სარგებელთან ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური კეთილდღეობის თვალსაზრისით, როგორებიცაა ცხოვრების და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებული ხარისხი, გარკვეული კიბოების და მომაკვდინებელი სისხლძარღვების დაავადებების რისკი", - ამბობს დოქტორ ლი სმითი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევაში მონაწილე ქალებმა არ აჩვენეს ცხოვრებისეული კმაყოფილება ხშირი სექსუალური აქტივობის შემდეგ, წინა კვლევებმა, რომლებიც ასაკოვან ქალებში ჩატარდა, დააკავშირა სექსუალური სიამოვნება, განსაკუთრებით ორგაზმები, სიცოცხლის გახანგრძლივებასთან.

ცალკეული ინდივიდების მიერ მიღებული სარგებელის გარდა, ასაკოვანი ადამიანების წახალისება, რომ ჰქონდეთ მეტი სექსი, შესაძლოა სასარგებლო იყოს ჯანდაცვის სისტემისთვის. 

"მოხუცების კეთილდღეობის ხელშეწყობა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტი... თუ ადამიანების წახალისებას, გააგრძელონ ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება სიბერეში, შეუძლია კეთილდღეობის გაუმჯობესება, ეს შესაძლოა სასარგებლო იყოს როგორც ინდივიდისთვის, ასევე ჯანმრთელობის სერვისების მდგრადობისთვის", - ამბობს რუსკინის უნივერსიტეტის დოქტორი სარა ჯექსონი.

კომენტარები