ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი

ლავროვი: რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას არ დაუშვებს

Reuters

რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას არ დაუშვებს- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რადიო Комсомольская правда- თან ინტერვიუში თქვა. 

ლავროვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები რუსეთის მოკავშირეებად მოიხსენია და შესაბამისი განცხადება ნატოსა და საქართველოს სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერების შეფასებისას გააკეთა. 

"დარწმუნებული ვარ, რომ არსად შეყოფენ ცხვირს თავისი ბატალიონებით. მათ ესმით, რომ ჩვენ სამოკავშირეო ურთიერთობები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ არ მივცემთ იმის უფლებას, რომ თავს დაესხან ჩვენს მოკავშირეებს",- ამბობს ლავროვი. 

კომენტარები