ჰარვი ვაინშტაინის საქმე

ჰარვი ვაინშტაინი: ჯენიფერ ლორენსთან სექსი მქონდა, მან კი ოსკარი მოიგო

Variety.com

პარასკევს აშშ-ის სასამართლოსი ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ საქმის განხილვა გაგრძელდა.

ამჯერად, მთავარი მოსარჩელე მსახიობი ქალი იყო, რომელიც ამბობდა, რომ პროდიუსერმა მის წინ გაიხადა, ორალური სექსის იმიტაცია გააკეთა და მასტურბირება დაიწყო, ამის პარალელურად კი ქალს ეუბნებოდა რომ მას დაეხმარებოდა და ოცნებებს აუხდენდა.

"მე ჯენიფელ ლორესნთან სექსი მქონდა და ნახე სად არის ახლა ის, მან ოსკარი მოიგო" - უთხრა ჰარვი ვაინშტაინმა ქალს.

ჯენიფერ ლორენსმა ამ ფაქტთან დაკავშირებით იმ დღესვე გაავრცელა განცხადება.

"მე გული მაქვს გატეხილი ყველა იმ ქალის გამო, რომლების ჰარვი ვაინშტაინის მსხვერპლები არიან. არასდროს მქონია მასთან პროფესიული ურთიერთობის გარდა სხვა სახის ურთიერთობა. ეს ერთ-ერთი მაგალითია მტაცებლის ტაქტიკისა და ტყუილების", - თქვა ჯენიფერ ლორენსმა.

ცნობილ პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი 80-მდე ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, აქედან 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში.

კომენტარები