საახალწლო განათებები

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო მელიქიშვილის გამზირი 2 ღამით გადაიკეტება

city.kvira.ge

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირი დღეს და ხვალ ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე გადაკეტილი იქნება. 

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.

"თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები