მის სამყარო 2018

ესპანელი მოდელი პირველი ტრანსგენდერი ქალია, ვინც მის სამყაროზე მიიღო მონაწილეობა

GETTY

ესპანელმა მოდელმა, ანჟელა პონსმა, ისტორია შექმნა - ის პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც მის სამყაროზე სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. 

27 წლის მოდელმა მთავარი პრიზის მიღება ვერ შეძლო, რადგანაც მის სამყარო 2018 ფილიპინელი კატრიონა გრეი გახდა, თუმცა ესპანელი ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ მისთვის კონკურსში მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მთავარი პრიზის მიღება.

"იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ვიცხოვროთ სამყაროში, რომელიც ყველასთვის თანასწორია. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენი თანაცხოვრება უფრო მარტივი უნდა გავხადოთ. თუკი მე ეს შემიძლია, მივცე სამყაროს, მე არ მჭირდება მის სამყაროს მოგება, მე მხოლოდ აქ ყოფნა მჭირდება,"- ამბობს ესპანელი მოდელი. 


სამწუხაროდ, ტრანსგენდერი მოდელი 20 საუკეთესო მონაწილეთა შორისაც ვერ მოხვდა. მის სამყაროს ორგანიზატორებმა პონსის დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებამდე პონსის სპეციალური ვიდეო მიუძღვნეს. 

2012 წლის აპრილში მის სამყაროს ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი აღარ დაბლოკავდნენ ტრანსგენდერ ქალებს შოუში მონაწილეობისთვის. თავდაპირველი წესის თანახმად, სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვინც "დაბადებით, ბუნებრივად ქალი" იყო. 

პონსმა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, როგორი ბედნიერი და მადლიერია, რადგან კონკურსში შეძლებს მონაწილეობის მიღებას. 

"რამხელა სიამაყეა, ვიყო მის სამყაროს ისტორიის ნაწილი. ეს არის თქვენთვის, ვინც არ ჩანხართ, ვისაც არ გაქვთ ხმა, რადგან ჩვენ ყველა ვიმსახურებთ სამყაროს, სადაც იქნება პატივისცემა, ინკლუზია და თავისუფლება. 

და დღეს მე აქ ვარ, ამაყად წარმოვადგენ საკუთარ ერს, ყველა ქალსა და ადამიანის უფლებებს,"- წერდა მოდელი. 

კომენტარები