კანადა

ყუთში ჩამძვრალი კატა შემთხვევით ფოსტით გაგზავნეს

კანადელი ცნობისმოყვარე კატა, სახელად ბალუ, შემთხვევით სახლიდან 700 მილის მოშორებით აღმოჩნდა.

როგორც მისი პატრონი ყვება, შინაური ცხოველის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ამანათი კურიერს გაატანეს. აღმოჩნდა, რომ ბალუ იმ ყუთში ჩამძვრალა, რომელიც ოჯახმა ფოსტით გაგზავნა.

"ყველგან ვეძებდით, ოთახებში, ფარეხში, ტყეშიც კი ვეძებეთ", - ამბობს ბალუს პატრონი.

კატის დაკარგვიდან 17 საათის შემდეგ კურიერმა იგი ამანათში აღმოაჩინა. ადგილობრივმა ცხოველთა თავშესაფარმა ამანათის კოდის მეშვეობით, ბალუ ოჯახში დააბრუნა.

კომენტარები