ჩეჩნეთი

ავარიაში დაღუპული ოჯახის ნათესავები დამნაშავის, კადიროვის ბიძაშვილის შეწყალებას ითხოვენ

ADAM SHAKHIDOV INSAGRAM

ჩეჩნეთში 5 დეკემბერს გროზნოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულების ნათესავები რამზან კადიროვს სთხოვენ ავარიაში დამნაშავე პირი, შალინსკის რაიონის გამგებელი და კადიროვის ბიძაშვილი ტურპალ-ალი იბრაჰიმოვი არ დასაჯოს.

ნათესავების მიმართვა სოციალურ ქსელში რელიგიურ საკითხებში კადიროვის მრჩეველმა, ადამ შაჰადოვმა გაავრცელა.

"რამზან, ჩვენ გავიგეთ, რომ შენ დაიჭირე და დასაჯე ტურპალ-ალი. ალაჰს ვფიცავ, ჩვენ ძალიან გვეწყინა ამის გაგება. რამზან, ღვთის გულისათვის, წინასწარმეტყველის და ყველა წმინდანის გულისთვის, გთხოვთ აპატიო ტურპალ-ალის. აპატიე და არ დაითხოვო ის. ძალიან კარგად ართმევს თავს მოვალეობას, ჩვენ ის ძალიან გვიყვარს." ამბობს ვიდეოში დაღუპული ოჯახის, ცოლ-ქმრისა და მათი ქალიშვილის ნათესავი.

"იმედს ვიქონიებთ, რომ რესპუბლიკის ლიდერი თქვენს თხოვნას შეისმენს. თქვენ ძალიან ლამაზად მოიქეცით." თქვა შაჰადოვმა.

თავდაპირველად ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობდნენ, რომ იბრაჰიმოვი ავარიაში არ მონაწილეობდა და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მერსედესის, რომელიც ჟიგულის მარკის ავტომანქანას დაეჯახა, საჭესთან მისი ბიძაშვილი იჯდა.

კომენტარები