პარლამენტი

კახიძე: ეკა ბესელია არის იურიდიული კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე

პარლამენტი

ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ "ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარეა".

"ეკა ბესელია არის იურიდიული კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, მათ შორის, ვინც კი გვყოლია.

ვთვლი, რომ იურიდიული კომიტეტი უნდა გამოეხმაუროს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის შერჩევით დევნას პოლიტიკური ნიშნით და ამ საკითხის დასმა მინდოდა სხდომაზე.

მიუხედავად იმისა, რომ 120 პარლამენტარი ჰყავთ 150-დან და იურიდიულ კომიტეტშიც კვალიფიციური უმრავლესობით არიან წარმოდგენილი,

ამასთან, თავისუფლად შეუძლიათ დაყენებული საკითხი ჩააგდონ და ჩვენ ორ განცხადებაზე ათით გვიპასუხონ - მოსაზრების ჩამოყალიბების საშუალებაც კი არ მომცეს და გამითიშეს მიკროფონი.

იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური საკითხები საპარლამენტო ფორმატში განვიხილოთ, იქ ვიდებატოთ და საზოგადოებას წარვუდგინოთ სამსჯელოდ ჩვენი მოსაზრებები, ქართული ოცნება ცდილობს ისედაც მცირერიცხოვანი ოპოზიციური წარმომადგენლობის ხმის ჩახშობას.

აღნიშნული ისედაც დაძაბულ პოლიტიკური ფონს კიდევ უფრო ამწვავებს და ზრდის რადიკალიზაციის საფრთხეს, რაც, საერთო ჯამში, ცუდია ქვეყნისთვის", - დაწერა ოთარ კახიძემ ფეისბუქზე.

ეკა ბესელიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოთარ კახიძეს, შემდეგ კი სალომე სამადაშვილს საუბრის საშუალება არ მისცა და მიკროფონები გამოურთო. ოპოზიციის წევრებს განცხადებების გაკეთება ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარ ინცინდენტსა და დავით კირკიტაძის დაკავების შესახებ სურდათ. 

კომენტარები