ჟოზე მოურინიო

ჟოზე მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედიდან გაუშვეს

skysports.com

ჟოზე მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედიდან გაუშვეს.

პორტუგალიელს 2.5 წლის განმავლობაში მანჩესტერულ გუნდში მწვრთნელის პოსტი ეკავა, თუმცა ლივერპულთან 3-1-ით დამარცხების შემდეგ გუნდის მენეჯმენტმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

"კლუბი მადლობას უხდის ჟოზეს მანჩერსტერში გატარებული სამუშაოების გამო და მომავალში წარმატებებს უსურვებს", - წერია მანჩესტერ იუნაიტედის განცხადებაში.

სეზონის ბოლომდე ჟოზე მოურინიოს "მორიგე მწვრთნელი" ჩაანაცვლებს, სეზონის დასრულებისთანავე კი კლუბი ახალ მწვრთნელს მოძებნის.

მანჩესტერ იუნაიტედი მიმდინარე ჩემპიონატში 26 ქულით მეექვსე ადგილზეა, რაც 1990-1991 წლის სეზონის შემდეგ გუნდისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას ჟოზე მოურინიო.

კომენტარები