ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გაბუნიას პრეზიდენტის მდივნად დანიშვნას ქალთა მოძრაობა შაბათს აქციით უპასუხებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ქალთა მოძრაობამ შაბათს აქცია დააანონსა, რომლითაც ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნას გააპროტესტებენ. 

ქალთა მოძრაობის წარმომადგენელი იდა ბახტურიძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ ჯერჯერობით აქციასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ზუსტდება, თუმცა აქცია აუცილებლად გაიმართება. 

"შაბათისთვის დავაანონსეთ აქცია, უბრალოდ, ამ დროისთვის მეტი დეტალი ცნობილი არ არის, მაგალითად, საათი და აქციის ლოკაცია, თუმცა ორგანიზება ნამდვილად დავიწყეთ, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრაც და ნამდვილად იქნება ხმაური, ნამდვილად იქნება პროტესტი უფრო ხმამაღალი იმიტომ, რომ მანამდეც გავაპროტესტეთ, წერილით მივმართეთ, რომელსაც რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს პროტესტი იყოს უფრო ხმამაღალი და ქალების ერთობა ვაჩვენოთ და არ გადათარგმნონ ისე, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი ჯგუფის ან რამდენიმე ორგანიზაციის პროტესტი,"- თქვა ბახტურიძემ ტაბულასთან საუბრისას. 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, ქალთა მოძრაობამ ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართა

NGO-ები იხსენებენ დიმიტრი გაბუნიას იმ განცხადებას, სადაც მან სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ ზვიად დევდარიანზე თქვა - "რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?". განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ადამიანი, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარეა და რომელმაც "სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა".

დიმიტრი გაბუნია სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანი უფლებების დამცველია. პირველ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა თქვა: "რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?"

CIDA-ს​ უკვე ყოფილი ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში 10 მდე ქალი ადანაშაულებს. საქმეების ნაწილს სწავლობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გახდა ცნობილი - 5 საქმიდან სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დადასტურდა, ორ შემთხვევაში კი შესწავლა მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნის პოსტზე ადვოკატი დიმიტრი გაბუნია დღეს, 18 დეკემბერს დანიშნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები