ვაშაძე: ხვალ მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც გაიმართება კირკიტაძის სასამართლო

ტაბულა

ხვალ მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც სასამართლოში გაიმართება დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ თქვა. 

ოპოზიციის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება რამდენიმესაათიანი კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

"ყველანი ვიქნებით იქ. ყველა ჩვენს მხარდამჭერს შეუძლია, შემოგვიერთდეს გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც  ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ და იმის გამო, რომ არ ვიცით კონკრეტულად, პროცესი როდის იქნება, ხვალ დილიდან შევიკრიბებით გურჯაანის სასამართლოსთან. ვითხოვთ ძალიან მარტივ რაღაცას - დავით კირკიტაძე უნდა გათავისუფლდეს იმიტომ, რომ ის არის აბსოლუტურად უკანონო პატიმარი და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა ველისციხეში და ამის უფრო და უფრო მეტი დამადასტურებელი ფაქტი არის",- ამბობს ვაშაძე. 

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე გუშინ, 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მუხლი, რომლითაც კირკიტაძის მიმართ საქმეა აღძრული, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები