კახა კალაძე

კალაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოპოზიციაში აღმოვჩნდე

თბილისის მერია

არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მე აღმოვჩნდე ოპოზიციაში- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ TV პირველის ეთერში თქვა. სადაც გადაცემის წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ მას ჰკითხა, რა რეაქცია ექნებოდა, ოპოზიციაში ყოფნისას ხელისუფლებისგან რომ მოესმინა მისივე სიტყვები "ვისაც გადატრიალება უნდა, საწოლში გადატრიალდეს".

"ახლა მომიწევს გახსენება იმ წლების, როდესაც მე ოპოზიციაში ვიყავი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მე აღმოვჩნდე ოპოზიციაში. ვარ პოლიტიკური გუნდის წევრი და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. ვერაფერს განსაკუთრებულს ახალს ვერ ვიტყვი. მე როდესაც ხელისუფლებაში ვარ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ყოველდღიური ქმედებებით, იმ საქმით რაზეც ვარ პასუხისმგებელი, ვიყოთ სამაგალითოები",- აღნიშნა მან. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა მერის განცხადება იმას, რომ შეიძლება კალაძე მმართველი გუნდის ოპოზიციაში აღმოჩნდეს, მან თქვა, რომ "ქართული ოცნების" ოპოზიციაში ყოფნა არ უგულისხმია და აღნიშნა, რომ "ოცნება" მუდამ ვერ იქნება ხელისუფლებაში. 

"მე ვთქვი, რომ შეიძლება, ვიყოთ ოპოზიციაში, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" სულ ხელისუფლებაში ვერ იქნება. რა თქმა უნდა, მე გუნდის სახელით ვსაუბრობ, რადგან "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი გახლავართ და საკმაოდ კარგად მაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც მაქვს აღებული ქვეყნის და დედაქალაქის წინაშე",- ამბობს კახა კალაძე. 

კომენტარები