ბრექსითი

ბრიტანეთის მთავრობა ბიზნესებს აფრთხილებს მზად იყვნენ შეთანხმების გარეშე ბრექსითისთვის

0 კომენტარი
ფოტო: EPA

ბრიტანეთის მთავრობა ბიზნესებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვებისათვის მოემზადონ.

პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ბრექსითის შეთანხმებას პარლამენტი კენჭს იანვარში უყრის, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს არ დაუჭერენ, მთავრობა შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვებისათვის ემზადება.

ბრიტანეთისათვის ევროკავშირიდან გასვლის ბოლო ვადად 29 მარტია განსაზღვრული. ტერეზა მეი ვადის გადაწევას გამორიცხავს. მისი თქმით არსებული შეთანხმების ალტერნატივა შეთანხმების გარეშე გასვლა, ან ევროკავშირში დარჩენაა.

შეთანხმების გარეშე გასვლის შემთხვევაში ბრიტანეთს გადასვლის პერიოდი არ ექნება. პრემიერმინისტრის სპიკერის თქმით მიაჩნიათ, რომ პარლამენტი შეთანხმებას მხარს დაუჭრს, თუმცა საჭიროა სხვაგვარი სცენარისთვის მომზადებაც.

"კაბინეტი თანხმდება, რომ ბიზნესებისათვის რეკომენდებულია მოემზადონ, შეიმუშავონ საკუთარი გეგმები შეთანხმების გარეშე გასვლისათვის, როგორც თავად მიაჩნიათ საჭიროდ. მოქალაქეებიც უნდა მოემზადონ." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ტერეზა მეიმ კონსერვატიული პარტიის წევრების ნაწილის მიერ გამოცხადებული უნდობლობა დაძლია. კენჭისყრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, ტერეზა მეიმ დაიფიცა, რომ ის ბოლომდე მიიყვანს ბრექსითის პროცედურას, "რომელსაც ბრიტანელმა ხალხმა მხარი დაუჭირა".

ვრცლად ტერეზა მეის ხელშეკრულების შესახებ შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები