დონალდ ტრამპი

ტრამპი: სასაზღვრო კედელი არტისტული დიზაინის, გამჭვირვალე და მშვენიერი იქნება

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ სასაზღვრო კედელი, რომელიც მის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა ფოლადის კადონებისაგან იქნება დამზადებული და ამავდროულად გამჭვირვალე და ლამაზი იქნება:

"დემოკრატები ხმამაღლა და გარკვევით ამბობენ, რომ არ სურთ ბეტონის კედლის აშენება - მაგრამ ჩვენ ბეტონის კედელს არ ვაშენებთ, ჩვენ არტისტული დიზაინის ფოლადის კადონებს ვაშენებთ, რომლის მიღმა დანახვაც შესაძლებელი იქნება და ის ერთდროულად იქნება მშვენიერიც და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს იმ დაცულობას მოუტანს, რასაც იმსახურებენ. ის სწრაფად აღიმართება და დასრულების შემდეგ მილიარდობით დოლარს დაგვაზოგინებს!" წერს ის.

შეგახსენებთ, რომ დემოკრატების წარმომადგენლებთან, წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერთან, ნენსი პელოსისთან და სენატის უმცირესობის ლიდერთან, ჩაკ შუმერთან ბიუჯეტის განხილვის დროს დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ თუ ბიუჯეტის პროექტი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას არ მოიცავს, მას ხელს არ მოაწერს, თუნდაც ამან მთავრობის მუშაობის შეჩერება გამოიწვიოს.

კომენტარები