თავდასხმა Success Bar-ზე

Success Bar-ს ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ, დაზარალებულია დაცვის თანამშრომელი

agora.ge

თბილისში მდებარე ქვიარ სივრცის, Success Bar-ის მენეჯერის, დათი ჯალიაშვილის, თქმით, გუშინ ღამით, დაახლოებით, 01:30 საათზე ბარს ჰომოფობიური მოტივით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დაესხა თავს.

ჯალიაშვილი ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ უცნობმა მამაკაცმა ჯერ დაცვის დაცვის თანამშრომელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ თავად მას. ამასთან, მისივე თქმით, დაზიანებულია ბარის ინფრასტრუქტურა. 

"არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი მოვიდა ბარში, რომელმაც ჰომოფობიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, ფიზიკურად გაუსწორდა ჩემი დაცვის თანამშრომელს და შემდეგ უკვე მეც. 

ინფორმაცია თავდაპირველად ერთერთი Facebook-მომხმარებლის პოსტით გავრცელდა: 

დათი ჯალიაშვილმა ტაბულასთან საუბრისას თქვა, რომ მან მაშინვე გამოიძახა პატრული, რომელმაც მისვლა დააგვიანა და საბოლოო ჯამში მომხდარზე არასათანადო რეაგირება ჰქონდა. 

"არაფერი მოიმოქმედა პატრულის თანამშრომელმა, რომელმაც მოსვლა დაიგვიანა. პატრულის მოსვლამდე ყველა და ყველაფერი მოვიდა საერთოდ. ეს ადამიანი [თავდამსხმელი] შემდეგ მეზობელთან შევარდა და იმ მეზობელმაც, თავის მხრივ, გამოიძახა პატრული. სანამ პატრული მოვიდოდა, ამ კაცს მივსდევდი, რომ გამეჩერებინა. პატრული ქუჩიდან მოვხსენი და მოვთხოვე, რომ გაკიდებოდა და დაეკავებინა და პატრულმა მითხრა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. სანამ სამართალდამცავი გაერკვა, რა უნდა გაეკეთებინა და რისი უფლება ჰქონდა, ეს ადამიანი მიიმალა,"- ყვება ჯალიაშვილი. 

მისივე თქმით, ბარში დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებში მამაკაცი კარგად ჩანს და ის ამოცნობადია. ამასთან, ჯალიაშვილმა ტაბულასთან საუბრისას თქვა, რომ დღის პირველ ნახევარში ექსპერტიზაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფია დაბარებული, ხოლო დღის მეორე ნახევარში - თვითონ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს "ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია" და ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 

კომენტარები