აშშ-თურქეთი

თეთრი სახლი: ტრამპს ერდოღანისთვის გიულენის ექსტრადიციის პირობა არ მიუცია

ფეტულა გიულენი
Reuters

თეთრი სახლის სპიკერმა, სარა სანდერსმა თქვა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უთხრა, რომ აშშ-ში მცხოვრები ფეთულა გიულენის ექსტრადიციის საკითხს განიხილავს, თუმცა კონკრეტული პირობა არ მიუცია.

"მან მხოლოდ ის თქვა, რომ განიხილავს ამას. ამ მომენტისათვის ამაზე მეტი არაფერია." თქვა სანდერსმა.

თეთრი სახლის განმარტება კვირას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას მოჰყვა. ჩავუშოღლუს მიხედვით ტრამპმა ერდოღანს უთხრა, რომ ვაშინგტონი გიულენის ექსტრადიციაზე მუშაობს.

თურქეთის მთავრობა გიულენს 2016 წლის გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. თავად გიულენი ამ ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები