საბჭოთა ნოსტალგია რუსეთში

რუსეთში 66%-ს ერჩივნა, სსრკ არ დანგრეულიყო - ეს ბოლო 10 წლის მაქსიმუმია

რუსეთში იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დანგრევას ნანობენ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მაქსიმუმს მიაღწია - ასეთია "ლევადა ცენტრის" მიერ ჩატარებული სოციალური კვლევის შედეგები. 

გამოკითხვის მიხედვით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ერჩივნათ თავი აერიდებინათ საბჭოთა კავშირის დანგრევისთვის, 66%-ია მაშინ, როდესაც ასეთი ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, სულ რაღაც ერთი წლის წინ, 58%-ს შეადგენდა. 

ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებულ კვლევებში ყველაზე მაღალი რიცხვია. საბჭოთა კავშირზე მეოცნებე ადამიანების რიცხვმა 65% ბოლოს 2005 წლის გამოკითხვაში შეადგინა. აბსოლუტური რეკორდი 2000 წელ მოიხსნა, როცა 75%-მა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, საბჭოთა კავშირი არ დანგრეულიყო. 

"ლევადა ცენტრის" მიერ გამოკითხული ადამიანების 60% თვლის, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და ეს მაჩვენებელი ასევე მაქსიმალურია ბოლო 13 წლის განმავლობაში. 

საბჭოთა კავშირის დანგრევით გულნატკენი ადამიანები, ძირითადად, 55 წელს ზემოთ არიან, თუმცა ბოლო წლების გამოკითხვათა სტატისტიკამ აჩვენა, რომ მსგავსი განწყობები 18-დან 24 წლამდე ადამიანების შორისაც იზრდება. 

კომენტარები