ნეონაციზმი

ბრიტანეთში 6 ნეონაცისტი დააკავეს, მათ შორის, წყვილი, რომელმაც შვილს ადოლფი დაარქვა

West Mids Police/ BBC

დიდ ბრიტანეთში ნეონაცისტური დაჯგუფება დააკავეს, მათ შორის, წყვილი, რომელმაც თავიანთ შვილს ჰიტლერის პატივსაცემად, ადოლფი დაარქვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

ბირმინგემის სასამართლოს ცნობით, 22 წლის ადამ ტომასი და 38 წლის კლაუდია პატატასი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ და "დიდი ხნის განმავლობაში ატარებდნენ აგრესიულ, ნაცისტურ შეხედულებებს".

სასამართლოსთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ წყვილმა თავის შვილს ადოლფი დაარქვა, რადგან ისინი "აღფრთოვანებულები" არიან ჰიტლერით. 

ტომასს 6.5 წელი შეეფარდა, ხოლო პატატასს - 5 წელი. მათ გარდა, სასჯელი შეეფარდა კიდევ 4 ნეონაცისტს, მათ შორის, დენიელ ბოგუნოვიჩს, რომელიც ციხეში 6 წლითა და 4 თვით ჩასვეს. ბრალდების მხარე მას ახასიათებს, როგორც ნაციონალური მოძრაობის "ლიდერს, პროპაგანდისტსა და სტრატეგს".

ორგანიზაციის 3 წევრს - დარენ ფლეტჩერს, ნეითენ პრაიკსა და ჯოელ უილმორს - 5-დან 5.10 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები