დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა

კვლევა: დასავლეთ ევროპა აღმოსავლეთ ევროპასთან შედარებით უფრო ტოლერანტულია

www.prageru.com

Pew Research Center-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპელებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ რელიგიის მნიშვნელობაზე, უმცირესობებსა და სხვა სოციალურ საკითხებზე.

კვლევის მიხედვით, დასავლეთ ევროპა მეტად ტოლერანტულია მუსლიმებთან და ებრაელებთან მიმართებით, ვიდრე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა. 

გამოკითხვა 2015-2017 წლებში ევროპის 34 ქვეყანაში ჩატარდა და სულ 56,000 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის მიხედვით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კითხვას - მიიღებდნენ თუ არა მუსლიმს ოჯახში, ნახევარზე ნაკლებმა უპასუხა დადებითად. იმავე კითხვას დადებითად, დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ნახევარზე მეტმა უპასუხა. როგორც რუკაზე ხედავთ, საქართველოში ამ კითხვას დადებითად მხოლოდ 17%-მა უპასუხა. 


ფოტო: pewforum.org

გარდა ამისა, კითხვაზე - “მიიღებდით თუ არა მუსლიმს მეზობლად?”, დასავლეთ ევროპაში მეტმა ადამიანმა უპასუხა დადებითად, ვიდრე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მაგალითად, ფინელების 83%-მა უპასუხა, რომ ისინი მიიღებდნენ მუსლიმს მეზობლად, მაშინ, როდესაც იგივე პოზიცია უკრაინელების მხოლოდ 55%-მა დააფიქსირა.

ასეთივე განსხვავებაა ევროპის ქვეყნებს შორის ებრაელებთან მიმართებით. დასავლეთ ევროპაში ადამიანების მეტი რაოდენობაა მზად, მიიღოს ებრაელი ოჯახში ან მეზობლად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასთან შედარებით.


ფოტო: pewforum.org

ნარინჯისფერი - ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპაცისფერი - დასავლეთ ევროპა

როგორც სურათზე ხედავთ, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ადამიანები ებრაელების მიმართ მეტად ტოლერანტულები არიან, ვიდრე მუსლიმების მიმართ, თუმცა ტოლერანტულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დასავლეთ ევროპაში ფიქსირდება. მაგალითად, კითხვაზე "მიიღებდით თუ არა ებრაელს თქვენი ოჯახის წევრად?" ჰოლანდიელების 96%-მა უპასუხა დადებითად მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი, მაგალითად, საქართველოში 27%-ია. 

 

კომენტარები