ძალადობა

მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 65 წლის მწვრთნელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ა.ვ. დამნაშავედ ცნო. ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელს არასრულწლოვან გოგონასთან გარყვნილი ქმედებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა - მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ა.ვ. 2018 წლის 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე  მუხლის  1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა" - აცხადებს პროკურატურა.

საუბარი, რომლის მიხედვითაც, სკოლის სპორტის მასწავლებელი 14 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ქმედებებს სთავაზობდა, არასრულწლოვანმა თავად ჩაიწერა.

კომენტარები