საქართველოს პრეზიდენტი

პრესსამსახური: პრეზიდენტის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

“დღეს არჩევანი გავაკეთე ანუ როგორც იცით, მე აღარ მაქვს საფრანგეთის მოქალაქეობა, რამეთუ ასეთია კონსტიტუციით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნა. ახლა ვარ მხოლოდ და მთლიანად ქართველი.... “ - ეს არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის სიტყვები და გავრცელებული ინფორმაცია არის "fake news” - აცხადებს პრეზიდენტის პრესსამსახური.

რამდენიმე ონლაინ სააგენტომ ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს არასწორი თარგმანი გაავრცელა, თითქოს, ის კვლავ საფრანგეთის მოქალაქეა.

კომენტარები