მარიხუანა

ფლორიდის მაკდონალდსში კაცი გადახდას მარიხუანათი სავსე პარკით ცდილობდა

wtol.com

ფლორიდაში კაცი მაკდონალდსში გადახდას მარიხუანათი სავსე პარკით ცდილობდა.

23 წლის ენტონი ენდრიუ გალაჰერი მაკდონალდსში ღამის 2 საათზე მივიდა, შეკვეთა მისცა და გადახდა მარიხუანათი სავსე პარკით დააპირა. 

მაკდონალდსის თანამშრომლებმა მარიხუანას დანახვისთანავე პოლიცია გამოიძახეს.

პოლიციამ ენტონი ენდრიუ გალაჰერს 11 გრამი მარიხუანა აღმოუჩინა და დააკავა. 

23 წლის კაცის თქმით ის მართლაც ცდილობდა საჭმლის მარიხუანაში გაცვლას, თუმცა ამას ხუმრობით აკეთებდა.

კომენტარები