პრემიერმინისტრის ანგარიში 2018

ბახტაძე ოკუპაციაზე: მტკივნეულ გამოწვევებზე ჩვენი პასუხია მშვიდობა და განვითარება

0 კომენტარი
ფოტო: მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძემ 2018 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. 

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მან სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, ოკუპაცია იყო. 

"სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ის არ ახდენს თავისი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული და არ გაჰყავს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ყოველდღე ვადევნებთ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და მავთულხლართების აგებას. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებთ იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი და ჩვენი ხმა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო საზოგადოების კონსოლიდირება მოვახდინოთ, რომ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა სწორედ ერთობლივი ძალებით იქნას დაძლეული. მე, ამისთვის ვიყენებ ყველა ტრიბუნას ჩემს კოლეგებთან ერთად და გაერო-ს ტრიბუნიდანაც იცით, რომ პირდაპირ

იყო მოწოდება ჩვენი მხრიდან, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ის ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც მან ჯერ კიდევ, 10 წლის წინ მოაწერა ხელი. ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები სამშვიდობო პოლიტიკაში და ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ განვითარება და მშვიდობა.

ჩვენ გაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, კონკრეტული ინიციატივა, რომელსაც ჰქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" [ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზის გასწვრივ], რომელიც სრულად არის მხარდაჭერილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიერ", - თქვა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები