გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: წელს მანდარინის ექსპორტი გაიზარდა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს მანდარინის ექსპორტი გაიზარდა.

უწყებაში ამბობენ, რომ 20 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 19,496 ტონა შეადგინა, გასულ წელს, ამავე პერიოდში კი ექსპორტირებული 16,169 ტონა იყო.

სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა.

მათივე ცნობით, ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (12,508 ტ) და უკრაინა (4,200 ტ), ასევე სომხეთი (2,269 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსია (80 ტ.), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ).

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციითვე, წელს მანდარინზე საბითუმო ფასი 0.50-დან 0.80 ლარამდეა.

"აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა. საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, ფუნქციონირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ცხელი ხაზიც (1501)", - აღნიშნავენ უწყებაში.

გარდა ამისა, სამინისტროში მიუთითებენ, რომ 25 დეკემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა - 1 კილოგრამ მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება.

კომენტარები