დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი

მეზვრიშვილი: ქალ პოლიციელებს ისევე კარგად შეუძლიათ წესრიგის დაცვა, როგორც კაცებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გურჯაანის სასამართლოს შენობასთან პოლიციელების მობილიზებას ემხაურება, სადაც წინა რიგში მხოლოდ ქალი სამართალდამცავები იდგნენ. 

მისი თქმით, ამ თემაზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში. 

"ვფიქრობ ამ საკითხზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში, იმიტომ რომ მათ ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება როგორც კაცებს და ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის პირადად მიუღებელია",- ამბობს მეზვრიშვილი.

მისივე თქმით, პირადად დაინტერესდება საკითხით, შეგნებულად მოხდა სექსისტური მოტივაციით ქალი პოლიციელების წინ წამოწევა, თუ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.

"მე ვფიქრობ, რომ ალბათ, ეს არ უნდა იყოს თემა, რადგან ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვაქვს",- აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს წინ მდგარ ქალ პოლიციელებს მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებმა მიხაკები დაურიგეს.

ცნობისთვის, სასამართლომ დღეს ენმ-ის წევრს დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები