მედია რუსეთში

The Insider-ის რედაქტორი, რომელმაც ГРУ-ზე გამოძიება ჩაატარა, პუტინის პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს

Федеральное агентство новостей

The Insider-ის მთავარი რედაქტორი რომან დობროხოტოვი, რომელმაც ГРУ-ს შესახებ სკანდალური გამოძიება ჩაატარა, ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციაზე არ დაუშვეს. ღონისძიების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დობროხოტოვმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ დაცვის ფედერალური სამსახურმა ის ღონისძიებაზე არ დაუშვა.

"საბოლოოდ მითხრეს, რომ "პრესკონფერენციაზე" არ დამიშვებენ (მაშინ საერთოდ რატომ მომცეს აკრედიტაცია, გაუგებარია). რა გაეწყობა, იყო ერთადერთი ჟურნალისტი, რომელსაც პუტინის პრესკონფერენციაზე დასწრება არ შეუძლია, ჩემთვის პატივია (სხვათა შორის, დღეს პუტინს ჩეკისტის დღეს ახალი გამოძიებით მივულოცავთ" - წერია პოსტში.

ორგანიზატორების განმარტებით, დობროხოტოვი პრესსკონფერენციაზე სამართალდამცავი ორგანოების რეკომენდაციით არ დაუშვეს. რაში მდგომარეობდა რეკომენდაცია კონკრეტულად, ორგანიზატორებს არ უთქვამთ. 

ცოტა ხნით ადრე, პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, თქვა, რომ კონფერენციაზე მსურველების 99.9% დაუშვეს. პესკოვის თქმით, პრესკონფერენციაზე მხოლოდ ისინი არ შეუშვეს, ვისაც "განსაკუთრებული დაავადება ჰქონდა ან ნასამართლევი იყო".

2018 წლის იანვარში დობროხოტოვი გაიდაროვის ფორუმზეც არ შეუშვეს. ჟურნალისტი თვლის, რომ ფედერალური დაცვის სამსახურმა ის "შავ სიაში" შეიყვანა.

კომენტარები