შობა-ახალი წელი

ბარაკ ობამა - ვაშინგტონის ბავშვთა საავადმყოფოს სანტა

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვაშინგტონში მდებარე ბავშვების ეროვნულ საავადმყოფოს ესტუმრა და ბავშვებს საჩუქრები დაურიგა. 

ყოფილი პრეზიდენტი სანტა კლაუსის ქუდითა და მხარზე გადაკიდებული ხურჯინით მივიდა საავადმყოფოში და საჩუქრები დაარიგა

საავადმყოფომ ვიდეო ტვიტერით გაავრცელა. ბავშვები და მომსახურე პერსონალი ობამას დიდი სიხარულით შეხვდნენ და ბედნიერი შობა უსურვეს.

"ჩვენ შანსი გვქონდა, მშვენიერ ბავშვებსა და მათ ოჯახებს დავლაპარაკებოდით. როგორც ორი გოგოს მამა, მე ამ სიტუაციის მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია - ექთნების, ექიმების და ხალხის ყოლა, რომლებიც შენზე ზრუნავენ. მათი ძებნა და მოსმენა."

კურტ ნიუმენი, ბავშვების ეროვნული ჯანდაცვის სისტემის დირექტორი ამბობს: "წლის ასეთ დაკავებულ დროს, როდესაც არავის უნდა საავადმყოფოში ყოფნა, მისმა ბუნებრივმა სითბომ ამ ბავშვებს საახალწლო განწყობა შეუქმნა, ასევე მშობლებს და გზად შემხვედრ ყველა თანამშრომელს".

ვიზიტის დროს ობამამ საავადმყოფოს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რასაც ისინი ბავშვებისთვის აკეთებენ. 

"მათთვის აქ ყოფნა და მათი ხელის ჭერა - ეს არის მნიშვნელოვანი", - თქვა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.

კომენტარები