ვალების განულება

სესხების განულების საიტ vali.ge-ს 6 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა

MOF

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge
მონაცემები კვლავ განახლდა. ერთიან ბაზას დღეს კიდევ 6 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ეს ორგანიზაციებია:

  • შპს "კრედიტ მენეჯმენტი" (სესხის გამცემი: vivus.ge)
  • სს "მისო კრისტალი" (სესხის გამცემი: crystal.ge)
  • შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს" (სესხის გამცემი: masesxe.ge)
  • სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" (სესხის გამცემი: swisscapital.ge)
  • შპს "სვის კაპიტალ ავტო" (სესხის გამცემი: swisscapital.ge)
  • სს "ზიპ კრედიტ" (სესხის გამცემი: zipcredit.ge)

სამინისტროში განმარტავენ, რომ კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 593 ათას 648 მსესხებლის, 1,257,616 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა კი 3,887,477,015 ლარია.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 32 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

ბანკები:

  • სს "საქართველოს ბანკი"
  • სს "თიბისი ბანკი"
  • სს "ლიბერთი ბანკი"
  • სს "სილქ როუდ ბანკი"
  • სს "ხალიკ ბანკი საქართველო"
  • სს "იშბანკი საქართველო"
  • სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"
  • სს "ბაზისბანკი"
  • სს "ტერაბანკი"
  • სს "კრედო ბანკი"

არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციები:

  • შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო" (სესხის გამცემი: lendo.ge, pino.ge, banko.ge)
  • შპს "ემ.კოლექტორი" (სესხის გამცემი: sohocredit.ge)
  • შპს "კრედიტ ექსპერტ ჯორჯია" (სესხის გამცემი: wandoo.ge, netcredit.ge, moneza.ge, credium.ge)
  • შპს "გრანატ კაპიტალ" (სესხის გამცემი: netcredit.ge, moneza.ge)
  • შპს "გრანატ ინვესთმენთ" (სესხის გამცემი: vivus.ge)
  • შპს "პრობლემური აქტივების ბიურო" (სესხის გამცემი: vivus.ge, amica.ge, moneybus.ge, wincredit.ge, moneyman.ge, mycredit.ge, netcredit.ge, moneza.ge, crediton.ge, lendo.ge, mamy.ge, ipuli.ge, okcredit.ge, credium.ge, solva.ge)
  • შპს "ფინანსური ბიურო" (სესხის გამცემი: moneza.ge, mycredit.ge, netcredit.ge, vivus.ge)
  • შპს "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" (სესხის გამცემი: vivus.ge)
  • შპს "ფინანსური სექტორი" (სესხის გამცემი: ccloan.ge)
  • შპს "კრედიტლაინი" (სესხის გამცემი: creditline.ge)
  • შპს "UNIVERSAL SERVICE" (სესხის გამცემი: fastcredit.ge)
  • სს "მისო ინტელექსპრესი" (სესხის გამცემი: inteliexpress.net)
  • შპს ";მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ" (სესხის გამცემი: lendup.ge)
  • სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი" (სესხის გამცემი: microfin.ge)
  • შპს "მონლაინ" (სესხის გამცემი: mon.ge, gocash.ge, espreso.ge, kapiki.ge, loan.ge)
  • შპს "საკრედიტო ისტორიათა ქართული ბიურო" (სესხის გამცემი: სს "პრივატბანკი")
  • შპს "კრედიტ მენეჯმენტი" (სესხის გამცემი: vivus.ge)
  • სს "მისო კრისტალი" (სესხის გამცემი: crystal.ge)
  • შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს" (სესხის გამცემი: masesxe.ge)
  • სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" (სესხის გამცემი: swisscapital.ge)
  • შპს "სვის კაპიტალ ავტო" (სესხის გამცემი: swisscapital.ge)
  • სს "ზიპ კრედიტ" (სესხის გამცემი: zipcredit.ge)

ფინანსთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა:

მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;

დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;

უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ თუ აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას განახლებული მონაცემები კვლავ დაემატება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ 19 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, ე.წ.გ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. 

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

კომენტარები