ავტოსაგზაო შემთხვევა

სოფელ რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

metro.us

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მსუბუქი მანქანა ქვეითს საავტომობილო გზაზე დაეჯახა, რის შედეგადაც 14 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება 4-დან 7 წლამდე.

კომენტარები