არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. ამ საკითხს დღეს დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უყარეს კენჭი.

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდა, შესაბამისად, თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება.

სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აირჩიეს. მაშინ ქართულმა ოცნებამ საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა და ასპარეზი სალომე ზურაბიშვილს დაუთმო, რომელიც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევიდა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარლამენტის უახლოესი შუალედური არჩევნები აპრილში გაიმართება. ცესკომ კენჭისყრის ზუსტი თარიღი არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე უნდა გამოაცხადოს.

კომენტარები