რეკლამა

მოიგე დღეს! ლოტო 6/36-ის საიუბილეო მე-80 გათამაშება დღეს საღამოს გაიმართება

საქართველოს ეროვნული ლატარიის "ლოტო 6/36“-ის პირველი გათამაშება 2018 წლის 17 მარტს გაიმართა. მე-80 საიუბილეო გათამაშებას კი, ლოტო 6/36 უამრავი ბედნიერი ადამიანითა და მილიონობით გაცემული მოგებით ხვდება.

9 თვის მანძილზე უკვე ორჯერ გათამაშდა ჯეკპოტი და მისი მფლობელები ორივეჯერ თბილისელი პენსიონერები აღმოჩნდნენ. პირველი ჯეკპოტი – 857 007 ლარი ქალბატონმა ლალი ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე შეძენილი ბილეთით მოიგო. ქალბატონი ლალი "ლოტო 6/36“-ს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სისტემატურად თამაშობდა და შედეგიც დადგა – მისი ცხოვრება წამში შეიცვალა. მოგებული თანხით ლალი ზურაბიშვილმა უკვე ბევრი ოცნება აიხდინა და სოფელში სანატრელი სახლის მშენებლობაც წამოიწყო.

მეორე ჯეკპოტის – 547 235 ლარის მფლობელი ივანე სომხიშვილი გახდა, რომელმაც "ლოტო 6/36"-ის ბილეთი, ავტომატური შერჩევის წესით, ორთაჭალაში მდებარე ერთ-ერთ ჯიხურში შეიძინა. მოგებული თანხით მან შვილიშვილს ბინა შეუძინა.

"მოგებული თანხით შვილიშვილს ბინას ვუყიდი და კიდევ ბევრ სხვა ოცნებას ავისრულებ. შოკში ვარ. მადლობა საქართველოს ეროვნულ ლატარიას", – აცხადებდა ბატონი ივანე მოგებული თანხის გადაცემისას.

"ლოტო 6/36"-ის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ლატარიის დაბრენდილ ჯიხურებში, ასევე, კომპანიის სერვისცენტრებში, პრომომაგიდებთან, რომლებიც დიდ სავაჭრო ცენტრებშია განლაგებული, "ავერსისა" და "ნუგეშის" ქსელებში.

ლოტო 6/36-ის ბილეთის შეძენა, ასევე, შესაძლებელია ვებგვერდზე: www.lotto.ge, რისთვისაც მომხმარებელმა რეგისტრაცია და ვერიფიცირება უნდა გაიაროს. გათამაშება იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, 9-საათიანი კურიერის დაწყებამდე.

"საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ მოგებას, მოგება კი შეუძლია ყველას" - აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები