შსს

შსს: დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანაზე თავდასხმისა და დაზიანების გამო 1 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 16 დეკემბერს, თელავში დეპუტატ თამარ ხულორდავას ავტომობილზე თავდასხმისა და დაზიანების გამო 1 პირი დააკავა.

ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სამსახურეობრივი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე, სასამართლო განჩინების საფუძველზე 1967 წელს დაბადებული ზ.ბ. თბილისში დააკავა.

ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, ქალაქ თელავში საპროტესტო აქციის დროს საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ხულორდავას 
სამსახურებრივ ავტომანქანას თავს დაესხა და დააზიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

კომენტარები