ხორავას ქუჩის საქმე

ზაზა სარალიძე: ფაქტი ფაქტად რჩება, ჩემი შვილის მკვლელი გარეთ არის

ფორტუნა

ზაზა სარალიძემ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან შს მინისტრს უპასუხა, იმასთან დაკავშირებით, რომ "უნდა დაიწყოს სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე". 

"იმ ნაწილში მინისტრს ვერ დავეთანხმები, რომ მიხეილ კალანდიაზე არ არის საფუძველი სამართლებრივი დევნის დაწყების, სრული საფუძველი გააჩნიათ, უბრალოდ უნდათ ვიღაცის კეთილი ნება და ეს არ ვიცი ვინ არის, ვინ უნდა ინებოს კეთილი ამ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება სამოხელეო ნაწილს, ეს მართლაც სიახლე არის, აქამდეც ანალოგიურს ვითხოვდი, უცნაური არაფერი არ ყოფილა აქ. უბრალოდ, როგორც ჩანს ახლა მიხვდნენ და ახლა უნდა, რომ კეთილი ინებონ და დაიწყონ ამ პირებზე გამოძიება, რაც ჩემი აზრით საფუძველი იქნება ამ საქმის გამოძიების, იქიდან გამომდინარე, რომ ვინც გააყალბა ეს საქმე, იქიდან იყო დასაწყები ეს საქმე თავდაპირველად, როდესაც ხელახალი გამოძიებები დაიწყო.

ფაქტი ფაქტად რჩება, ჩემი შვილის მკვლელი გარეთ არის და ამ ნაწილში ვერც დავეთანხმები და არც დავეთანხმები. ფაქტია, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი, რომ პროკურატურა და მინისტრი რაღაცაზე შეთანხმებულები არიან, რაზე არიან შეთანხმებული ვერ გეტყვით, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ მანამ, სანამ არ იქნება ჭეშმარიტება აღდგენილი", - თქვა ზაზა სარალიძემ.

დღეს, პარალმენტში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა. სხდომას ესწრებოდა ზაზა სარალიძეც.

კომენტარები