ფლანგვის დეტექტორი

ბოლნისის მერიამ დღემდე არ არსებული 5 სარიტუალო დარბაზის აშენებაში 101 000 ლარი გადაიხადა

0 კომენტარი
ფოტო: ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2016-2017 წლებში ბოლნისის მერიამ 101 000 ლარად 5 სარიტუალო დარბაზის აშენება გადაწყვიტა, თუმცა ისინი დღემდე არ არის აშენებული.

"2016-2017 წლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 5 სარიტუალო დარბაზის მშენებლობა გადაწყვიტა, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 101 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოების დაწყების მიუხედავად, დღემდე არცერთი ობიექტის მშენებლობა არ დასრულებულა. ადგილობრივი ჩინოვნიკების განცხადებით, სარიტუალო დარბაზების უფუნქციობა კარ-ფანჯრების, ინვენტარის, იატაკისა და კედლების არარსებობითაა გამოწვეული. 

2017 წლის მეორე ნახევარში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სარიტუალო დარბაზების დასასრულებლად საპროექტო დოკუმენტები ხელახლა შეიძინა, თუმცა სამშენებლო ობიექტების დასრულება ამ დრომდე არ მომხდარა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეეძლება ადგილობრივ მოსახლეობას სარიტუალო დარბაზების გამოყენება", - წერს ფლანგვის დეტექტორი აუდიტის ანგარიშზე დაყრდნობით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები