კრიმინალი

შსს: ქურდობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დავაკავეთ

სამართალდამცავებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. 1976 წელს დაბადებული გ.ჭ. თბილისში აიყვანეს.

შსს-ს ინფრომაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნიკო ფიროსმანის ქუჩაზე მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან ფულისა და სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა.

უწყების ცნობითვე, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. გ.ჭ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები