კვების აპარატები

თბილისში მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატები და ხის სახლი დაიდგა

www.animalsmonitoring.ge

რიყის პარკში, ვერის ბაღსა და კიკვიძის პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატები დაიდგა.

აპარატების დადგმის ინიციატივა პროექტ ,,შენი იდეა ქალაქის მერს’’, ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის.

აპარატში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდებით ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, დისპენსერში შესაძლებელია წყლის ჩასხმაც.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თქმით, გარდა იმისა, რომ ეს პროექტი მიუსაფარ ცხოველებს კვებას, ისინი რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს. აპარატები მუშაობისთვის მზის ენერგიას იყენებს.

თბილისის მერის კახი კალაძის თქმით, მომავალ წელს ქალაქში კიდევ რამდენიმე აპარატის დადგმა იგეგმება.

კვების აპარატთან ერთად, რიყის პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლიც დაიდგა. ქალაქის მასშტაბით ძაღლებისთვის 10 ხის სახლი დაიდგმება.

კომენტარები