ქელეხი

მესტიის მერიაში ქელეხის სუფრის მენიუს შესახებ ინიციატივა შეიმუშავეს

ქელეხის სუფრა

მესტიის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში თავში მოუვიდათ იდეა, განსაზღვრონ ქელეხის მენიუ. livepress.ge-ს ცნობით:

ქელეხის სუფრისთვის შვიდი სახეობის კერძი უნდა მომზადდეს. ესენია - კორკოტი, თევზი, ამოლესილი ლობიო, კერკაჟი ლობიო, მწნილი, ფლავი, კომბოსტოს, ჭარხლის, ან ისპანახის ფხალი და პური. სასმელად ღვინო და გაზიანი სასმელი. ასეთივე მენიუ უნდა იყოს გასვენებამდელ "ნაფაანუნს" - სუფრაზე.

ინიციატივის თანახმად, ორმოცსა და წლისთავზე მარხვისას იმავე კერძებით უნდა გააწყონ სუფრა, ხოლო ხსნილის დროს - ხორცი, კუბდარი, ხაჭაპური, თაშმჯაბი, კვერცხი და კარზი, ტოლმა და ნამცხვარი, პური, დასალევად კი ღვინო და გაზიანი სასმელები.

დადგენილება მოიწონა მესტიის ძირძველი გვარების თემთა საბჭომ. ქელეხის სუფრის გაწყობის წესი სავალდებულო არ არის.

კომენტარები