ინდონეზიაში მომხდარი ცუნამის შედეგად, ბოლო მონაცემებით 62 ადამიანი დაიღუპა და 584 დაშავდა.
BBC-ის ინფორმაციით, დაზიანებულია 100-მდე შენობა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, სტიქია ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევამ გამოიწვია. ზონდის სრუტეში, რომელიც ინდონეზიის ორ კუნძულს, იავასა და სუმატრას ყოფს, ძლიერი ბიძგები გუშინ ღამით დაფიქსირდა.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველები დაკარგულებს ეძებენ.