შაბათს, ინდონეზიის ზონდის სრუტეში, ცუნამის შედეგად გარდაიცვალა 168 და დაშავდა 745 ადამიანი. ექსპერტები სტიქიურ უბედურებას ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევას უკავშირებენ.
ცუნამი სანაპირო ქალაქებს ადგილობრივი დროით 21:30 საათზე დაატყდა თავს. ინდონეზიის ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
ცუნამიმ დააზიანა 558 სახლი, 9 სასტუმრო, 60 რესტორანი და 350 გემი.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ცუნამი პოპულარულ ინდონეზიურ პოპ ბენდის Seventeen-ს კონცერტზე სცენას ანგრევს. ბენდის ერთ-ერთი წევრის თქმით, გარდაცვლილია ბასისტი, მენეჯერი და დაკარგულია სხვა სამი წევრი, მისი ცოლის ჩათვლით.